ისტორია
ჩვენი ოჯახის მეღვინეობის ისტორია 2011 წლიდან იწყება. ამ დროიდან ჩვენ დიდი ენთუზიაზმით ვიყავით ჩართული მაღალი ხარისხის ღვინოების წარმოებაში. 2018 წელს, პირველი დიდი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი პროდუქტისთვის სრულყოფილი სახე მიგვეცა და საზოგადოებისთვის გაგვეცნო.სწორედ ამ წელს დაარსდა „მამა და შვილის მეღვინეობა“ და მიიღო კომპანიის სახე. სახელიც სიმბოლურად შევარჩიეთ, რადგან მამა-შვილი ვართ ჩართული მეღვინეობის ტრადიციულ საქმიანობაში, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ამჟამად კომპანიის მიზანია ქართული, ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპილულარიზაცია და ორგანული მევენახეობის განვითარებაში წვლილის შეტანას. ამ მიზნით კახეთის ისტორიულ სოფელ ჭერემში გავაშენეთ ვენახი და ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ 8000 წლის ისტორიის განვითარებაში, რომელზეც დგას ქართული ღვინის კულტურა.