საფერავი ბიო ქვევრი

 

ღვინო საფერავი ქვევრის დამზადებული კახეთში მუკუზნის მიკროზონაში ტატულაშვილების ოჯახის ბიო ვენახში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისაგან.ბიო ვენახის დამუშავება და მოვლა წარმოებს ორგანული მევენახეობის წესების სრული დაცვით. ღვინო დამზადებულია ქვევრში ტრადიციული ძველი ქართული ტექნოლოგიით,რომელსაც 8000 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს .თავისი უნიკალურობისთვის ეს ტექნოლოგია შეტანილია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.

ტიპი: წითელი მშრალი

ფერი: მუქი ლალისფერი

არომატი: ალუბალი,ზეთის ხილი,შავი ქლიავი

გემო: მკვეთრად გამოხატული ხილის არომატი

საკვებთან შეხამება: ხორცი, ყველი

რეკომენდირებული ტემპერატურა: 15-16