Berlin

B e r l i n

Facebook
Twitter
LinkedIn

2024 წლის 24 თებერვალი ბერლინში ქართული ღვინის დღის აღნიშვნას მიეძღვნა.

აღნიშნული ღონისძიებისძიება ,, 8000 მოსავლის" ორგანიზებით და USAID-ის მხარდაჭერით გაიმართა.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ასზე მეტი ქართული ღვინო და ქართული სთრითფუდი.

ორგანიზატორების მიერ ღონისძიებაზე მიწვეული იყო სამი მეღვინეობა და ოთხი ახალგაზრდა მეღვინე,მათ შორის იყო ,,მამა და შვილის მარანი". ჩვენ წარვადგინეთ რამდენიმე კატეგორიის ღვინო და ადგილობრივებს გავაცანით ქვევრის ტექნოლოგია. მათი მხრიდან დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა ჩვენმა კომპანიამ.განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა 2020 წლის „ბიო“ მოსავლის საფერავმა, რომელიც დაყენებულია ქვევრის ტექნოლოგიით, გამოირჩევა მაღალი სხეულით და ინტენსიური არომატით, რომელიც კარგად წარმოაჩენს საფერავის ჯიშურობას.

სტუმრებს შორის იყვნენ “ბერლინ ვაინ ტროფის” ჟიურის როგორც უცხოელი, ასევე ქართველი წევრები და ღვინის პროფესიონალები, რომლებმაც დააგემოვნეს ჩვენი ღვინოები და დადებითი შეფასებები გაგვიზიარეს.

მოხარულები ვართ,რომ საშუალება მოგვეცა კიდევ ერთხელ შეგვეტანა წვლილი ქართული ღვინის პოპულარიზაციაში. “მამა და შვილის მარნისთვის” ეს ღონისძიება მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის ევროპულ პაზარზე გასვლის და პოპულარიზაცისთვის.

Katerina Monroe
Katerina Monroe

@katerinam •  More Posts by Katerina

Congratulations on the award, it's well deserved! You guys definitely know what you're doing. Looking forward to my next visit to the winery!