განსხვავებული კულტურების, რელიგიების, ტროპიკული კლიმატის, ველური ცხოველებისა და ჩაის სამშობლო შრი-ლანკაზე, ქალაქ კოლომბოში , 2023 წლის 5 ოქტომბერს გაიმართა ღონისძიება, ,,ქართული კულტურის დღეები".
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ჩვენი მრავალსაკუნოვანი კულტურისა და 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიციის, მეღვინეობის გაცნობა მოხდა. ამ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო, ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა პროდუქცია, რომელმაც გულგრილი არ დატოვა არცერთი სტუმარი. განსაკუთრებული ყურადღება კი ქართულმა ღვინომ დაიმსაუხარა. მოხარულნი ვართ ,რომ ამ ყველაფერში წვლილი ,, მამა და შვილის მარანმაც” შეიტანა. ადგილობრივი ბიზნესის წევრებს , მთავრობის წარმომადგენლებს და სხვა მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დააგემოვნებინათ ჩვენი მარნის ღვინოები, როგორც კლასიკური მეთოდით დაყენებული ასევე ქართული ტრადიციული ქვევრის ტექნოლოგიით წარმოებული ნიმუშები და მაღალალკოჰოლური სასმელები. გაეცნენ მათვის აქამდე უცნობ ქართულ, უნიკალურ ყურძნის ჯიშებსა და მათ პოტენციალშიც დარწმუნდნენ.
დეგუსტაციამ წარმატებით ჩაიარა, ჩვენმა ღვინოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ,როგორც ჩვენი მარნის ასევე მთლიანი ქართული მეღვინების განვითარებაში.